ნინო ერაძე----არტ შოკოლადის კურსის ავტორი და სერთიფიცირებული ინსტრუქტორი.
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ტექნიკები და სტრუქტურირებული სწავლების მეთოდები, რომლებიც გეხმარებათ შექმნათ მაღალი სტანდარტის შოკოლადის ნამუშევრები.
6 წელია ვმუშაობ შოკოლადის სფეროში და ვსწავლობ თანამედროვე ტექნიკებს სხვადასხვა საერთაშორისო სკოლებსა და მასტერკლასებში — მათ შორის თურქეთი, რუსეთი და ბელგიაში, სადაც გავიარე შოკოლადის ხელოვნების სერტიფიცირებული პროგრამა.
ჩემი გამოცდილება აერთიანებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მიდგომებს:
ტემპერირება, ტექსტურების კონტროლი, საავტორო დეკორები, ფორმებთან მუშაობა, ფერთა უსაფრთხო კომბინაციები და პროფესიული სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია მაღალი დონის შედეგისთვის.
სწავლების პროცესში ვიყენებ მხოლოდ რეალურ ტექნიკებს — იმას, რაც წლების განმავლობაში დავხვეწე ჩემი საკუთარი ნამუშევრებითა და საერთაშორისო პრაქტიკით.
ვასწავლი ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად და იმ მეთოდებით, რომლებიც დასაწყისიდანვე იძლევა შედეგს.
არტ შოკოლადის ონლაინ კურსი გაძლევს არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ რეალურ უნარს-შექმნა შოკოლადის დეკორი პროფესიულ და კომერციულ დონეზე.
ჩემი მიზანია:
შენს განვითარებას შევუქმნა პროფესიული საფუძველი, რომ შეძლო შექმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც მაღალი დონისაა — როგორც დამწყების, ისე უკვე მომუშავე კონდიტერისთვის.